пятница, 3 июля 2015 г.

ინტელის ტრენინგის მე- 8 დღე

     ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ ერთხელ კიდევ გადავამოწმეთ ჩვენი შექმნილი ბროშურები, გადავხედეთ შექმნილ პრეზენტაციებს  პროექტის გეგმას და შევიტანეთ  მასში გარკვეული ცვლილებები საჭიროებისამებრ. დავგეგმეთ შეფასება მოსწვლეთა თვითრეგულირებისათვის. შევქმენით დამატებითი მასალა მოსწავლეთა გეზის მისაცემად ( სკაფოლდინგისათვის)

четверг, 18 июня 2015 г.

ინტელის ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღეს გავეცანით მე-5 მოდულს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციები და შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისათვის.

воскресенье, 10 мая 2015 г.

ინტელის ტრენინგის მე-6 დღე

     ინტელის ტრენინგის მე-6 დღეს გავეცანით  მე-3 მოდულს. ერთმანეთს გავუზიარეთ  სასწავლო პროექტის  პორთფოლიოს პრეზენტაციები.
ვიმუშავეთ პრეზენტაციების ბლოგზე ატვირთვაზე.. გავეცანით საავტორო უფლებებს, საუკეთესო საძიებელ სისტემებს. განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის საჭიროებისამებრ გამოყენება და შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო პრეზენტაციები და პუბლიკაციები.
.

суббота, 9 мая 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე


     ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფორმების შექმნაზე, გავეცანით ინტერნეტ რესურსებს, რომელსაც გამოვიყენებთ, კვლევაში, კომინიკაციისა და თანამშრომლების პროცესში. შევქმენით ბლოგზე სხვადასხვა გვერდი ჩვენი ნაშრომების განსათავსებლად. ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველი იყო.

среда, 6 мая 2015 г.

ინტელის ტრენინგი– მეოთხე დღე

    

გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შეფასებას, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ შეფასების ფორმები., ვიმუშავეთ დროში გაწერილი გეგმის შექმნაზე და შევავსეთ სამუშაო გეგმის შეფასებია გრაფა.

суббота, 2 мая 2015 г.

ინტელის ტრენინგი მესამე დღე

                         

   გავეცანით მეორე მოდულს, საკითხავი მასალიდან ვიმუშავეთ სასწავლო პროექტების მასალის პირველ და მეორე აქტივობაზე, ვიმუშავეთ სტანდარტისა და მიზნების რუბრიკაზე, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას,    მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებს და დავსახეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი კითხვები
   დღევანელი დღე მეტად შინაარსიანი და მრავლისმომცველი იყო, როგორც წინა ტრენინგები. 

воскресенье, 26 апреля 2015 г.

ინტელის ტრენინგის მე-2 დღეს

  გავიხსენეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა, შევამოწმეთ საშინაო დავალება, თითოეულმა პედაგოგმა წარმოადგინა მოსამზადებელი ან უკვე მომზადებული პროექტის სათაური, მიზნები და აქტივობები. გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას,  დაგეგმვასა და  ვისწავლეთ ბროშურის დამზადება და გავიხსენეთ ინტერნეტის google draivze მასალის ატვირთვა. და მისი გადმოტანა.

суббота, 25 апреля 2015 г.

ინტელის ტრენინგის პირველ დღეს ვისწავლეთ:


1.როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად
2. სასწავლო ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვა
3. გავეცანით პროექტის მოთხოვნებს.
4.ვისწავლეთ როგორ მოვიძიოთ მივიწყებული ბლოგები.