воскресенье, 10 мая 2015 г.

ინტელის ტრენინგის მე-6 დღე

     ინტელის ტრენინგის მე-6 დღეს გავეცანით  მე-3 მოდულს. ერთმანეთს გავუზიარეთ  სასწავლო პროექტის  პორთფოლიოს პრეზენტაციები.
ვიმუშავეთ პრეზენტაციების ბლოგზე ატვირთვაზე.. გავეცანით საავტორო უფლებებს, საუკეთესო საძიებელ სისტემებს. განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის საჭიროებისამებრ გამოყენება და შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო პრეზენტაციები და პუბლიკაციები.
.

суббота, 9 мая 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე


     ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფორმების შექმნაზე, გავეცანით ინტერნეტ რესურსებს, რომელსაც გამოვიყენებთ, კვლევაში, კომინიკაციისა და თანამშრომლების პროცესში. შევქმენით ბლოგზე სხვადასხვა გვერდი ჩვენი ნაშრომების განსათავსებლად. ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველი იყო.

среда, 6 мая 2015 г.

ინტელის ტრენინგი– მეოთხე დღე

    

გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შეფასებას, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ შეფასების ფორმები., ვიმუშავეთ დროში გაწერილი გეგმის შექმნაზე და შევავსეთ სამუშაო გეგმის შეფასებია გრაფა.

суббота, 2 мая 2015 г.

ინტელის ტრენინგი მესამე დღე

                         

   გავეცანით მეორე მოდულს, საკითხავი მასალიდან ვიმუშავეთ სასწავლო პროექტების მასალის პირველ და მეორე აქტივობაზე, ვიმუშავეთ სტანდარტისა და მიზნების რუბრიკაზე, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას,    მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებს და დავსახეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი კითხვები
   დღევანელი დღე მეტად შინაარსიანი და მრავლისმომცველი იყო, როგორც წინა ტრენინგები.